სსიპ ქალაქ თბილისის N108 საჯარო სკოლის IXა
კლასის დამრიგებლის თ.მაისაიას 2017-2018 სასწავლო წლის სადამრიგებლო ანგარიში
მიმდინარე სასწავლო წელს ჩემს სადამრიგებლო კლასში განვახორციელე
შემდეგი აქტივობები: სახელმძღვანელოების დარიგების დროს მშობლებთან გავაფორმეთ სახელმძღვანელოების
მიღება-ჩაბარების აქტები. მშობლებსა და მოსწავლეებს გავაცანი სკოლის შინაგანაწესი.
ჩავატარე კლასის საათები თემებზე: სექტემბერი-„ჩემი
კლასის კონსტიტუცია“ ოქტომბერი- „მე და კანონები“, რომელზეც ვიმსჯელეთ ადამიანის მიმართებაზე
კანონთან და მორალთან. ნოემბერი-„თანამედროვეობა და ტრადიციები“, რომელზეც განვიხილეთ
ტრადიციების მნიშვნელობა და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. დეკემბერი- მოვაწყვეთ
დისკუსია საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს წიგნიერების
განვითარებას. მოსწავლეებთან ერთად მოვაწყვე სასწავლო ექსკურსია მცხეთაში, გავეცანით
ისტორიულ ძეგლებს და შევაჯამეთ მიღებული შთაბეჭდილება. აქტიურად ჩავერთეთ სასკოლო ღონისძიებაში,
რომელიც მიეძღვნა ნ.ბარათაშვილის იუბილეს.
რეგულარულად ვხვდებოდი მშობლებს საჭიროებების მიხედვით.
ასევე უზრუნველვყოფდი მათ შეხვედრას საგნის პედაგოგებთან. ვაკონტროლებდი პრობლემური
ქცევის მოსწავლეთა მიღწევებს. მუდმივი კომუნიკაცია მქონდა მათ მშობლებთან.
ვფიქრობ, საჭიროა ისეთი აქტივობების ჩართვა სააღმზრდელო
პროცესში, რომლებიც უზრუნველყოფს მათი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას.
10
|
9
|
8-7
|
5-6
|
4-3
|
2-1
|
2
|
4
|
4
|
8
|
12
|
|
მიმდინარე სასწავლო წლის II სემესტრიდან
ჩავატარე კლასის საათები პროგრამაში მითითებული აქტივობების მიხედვით. ინტენსიურად
ვაკონტროლებდი ჩემი კლასის მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებსა და გაცდენებს. საგნის
მასწავლებლებისგან ვიღებდი ინფორმაციებს მათი მუშაობის შესახებ და მათ ინდივიდუალურად
ვაწვდიდი მშობლებს. ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გავმართე დისკუსია თემაზე: „მშობელო
დედავ, ისევ გაგყიდეს!“ შევქმენით კედლის გაზეთები აღნიშნულ თემაზე. ჩავატარეთ დებატები
თემაზე: „ქალის როლი საზოგადოებაში“ ასევე შევქმენით კედლის გაზეთები თემებზე: „ჩვენ
არ ვითვლით ქრომოსომებს“, „არა ძალადობას“, „დედამიწის დღე“. აქტიურად მივიღეთ მონაწილეობა
ენის დღისადმი და საქართველოს დამოუკიდებლობის 100-წლიანი იუბილეს აღსანიშნავ სასკოლო
ღონისძიებებში. მოვაწყვეთ სასწავლო ექსკურსია ზოოლოგიისა და მინერალოგიის მუზეუმში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინტენსიურად ვესწრებოდით სპექტაკლებსა და კინოფილმების
ჩვენებას. მონაწილეობა მივიღეთ ინტელექტუალურ თამაშში: „რა, სად, როდის?“ წარმატება
მოვიპოვეთ ისან-სამგორის რაიონის მიერ დაგეგმილ სპორტულ-შემეცნებით კონკურსში, რომელიც
მიზნად ისახავდა ძველი ქართული სპორტული სახეობების გაცოცხლებას.
Комментариев нет:
Отправить комментарий