I სემესტრის სადამრიგებლო ანგარიში

სსიპ 108–ე საჯარო სკოლის
VIII ა კლასის დამრიგებლის
თეა მაისაიას I სემესტრის
ანგარიში
  სასწავლო წლის Iსემესტრის ბოლოს VIIIა კლასში ირიცხება 31 მოსწავლე. სასწავლო წლის დასაწყისში ჩავატარე მშობელთა კრება, რომელზეც გავაფორმე სახელმძღვანელოების მიღება–ჩაბარების აქტები. ერთობლივად დავგეგმეთ კოორდინირებული მუშაობა და გავაცანი სკოლის შინაგანაწესი. ინტენსიურად ვუკავშირდებოდი საგნის პედაგოგებს მოსწავლეების აკადემიური მოსწრების თაობაზე. მქონდა ინდივიდუალური შეხვედრები, როგორც ძლიერი, ასევე პრობლემური ქცევის მქონე მოსწავლეების მშობლებთან. უზრუნველვყოფდი მათ ინფორმირებას აკადემიური მოსწრების შესახებ. ჩავატარე დისკუსია თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“. მოსწავლეები სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების პედაგოგთან ერთად წავიყვანე უსაფრთხოების მუზეუმში. ასევე ჩავატარე დაგეგმილი კლასის საათები მათი მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარების მიზნით. კლასმა მიიღო აქტიური მონაწილეობა დაგეგმილ სასკოლო ღონისძიებებში, კონკრეტულად, შექმნეს კედლის გაზეთები „ვეფხისტყაოსნის“ დღეებთან და სკოლის იუბილესთან დაკავშირებით. აქტიური მონაწილეობა მიიღეს სასკოლო ღონისძიებებში და წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები.

გაწეული მუშაობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ საჭიროა მეტი აქტივობების დაგეგმვა ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

Комментариев нет:

Отправить комментарий