2017-2018 სასწავლო წლის საგნობრივი ანგარიში


სსიპ ქალაქ თბილისის 108-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის თეა მაისაიას 2017-2018 სასწავლო წლის საგნობრივი ანგარიში

მიმდინარე სასწავლო წელს ვასწავლი 5ბ, 8ბ, 9ა, 9ბ, 11ბ კლასებს. განვახორციელე შემდეგი აქტივობები: 5ბ კლასში შევქმენით კედლის გაზეთი თემაზე: „იავნანამ რა ჰქმნა“, ასევე მოვაწყვეთ პრეზენტაცია აღნიშნულ ნაწარმოებთან მიმართებით. მოსწავლეებმა იმსჯელეს განვითარებული მოვლენების შესახებ, წარმოაჩინეს თავიანთი დამოკიდებულება ქეთოსა და მისი ოჯახის მდგომარეობის შესახებ. გამოძერწეს პერსონაჟები რითაც ხელი შეეწყო ინტერპერსონალური უნარების განვითარებას.

8ბ კლასში მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე: „ადამიანად ყოფნის სევდა“. ვიმსჯელეთ ვაჟას დამოკიდებულებაზე სამყაროში ადამიანის მისიის მიმართ, გავააანალიზეთ დევიდ თოროს პუბლიცისტური წერილი და ვიმსჯელეთ კლასიკის როლზე ადამიანის ცხოვრებაში.

9ა, 9ბ კლასებში მოვაწყვეთ დებატები თემაზე: „კანონი და მორალი“- ო.ჭილაძის  „ადამიანი გაზეთის სვეტში“ მიხედვით. მოსწავლეებს აღნიშნული აქტივობით განუვითარდათ ემპათიისა და ტოლერანტობის გრძნობა. ასევე დავწერეთ არგუმენტირებული ესე „კაი ყმა ლიტერატურასა და რეალობაში“. გავმართეთ დისკუსია მ.ჯავახიშვილის „მიწის ყივილის“ თემატიკაზე, რომელზეც ვიმსჯელეთ ემიგრანტობის დადებით და უარყოფით მხარეებზე. 9აკლასი აქტიურად ჩაერთო ნ.ბარათაშვილის საიუბილეო საღამოს ორგანიზებასა და განხორციელებაში.

11ბ კლასში ისტორიის მასწავლებელთან ერთად მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე: „მე-19 საუკუნის თბილისი“, რაც დამეხმარა ქართველი რომანტიკოსების ნაწარმოებების ისტორიულ-ლიტერატურული კონტექსტის უკეთ გადმოცემაში. ამავე კლასში ჩავატარე ღია გაკვეთილი თემაზე: ნ.ბარათაშვილის „მერანი“, რაც დამეხმარა საკუთარი გაკვეთილის თვითანალიზსა და სამუშაო პროცესის უკეთ დაგეგმარებაში. კოლეგების უკუკავშირის მეშვეობით.

ვფიქრობ, საჭიროა უფრო მეტი მიზნობრივი აქტივობების დაგეგმვა შედეგის გასაუმჯობესებლად.



მეორე სემესტრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობდი წერითი უნარების განვითარებას, როგორც აზრობრივი ასევე გრამატიკული თვალსაზრისით.

V კლასის სპეციფიკიდან გამომდინარე მეტ დროს ვუთმობდი თავისუფალი აზროვნებისა და ანალიტიკური უნარის განვითარებას. მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე: „რა შეუძლია მშობლიურ გარემოს“. ყურადღებას ვამახვილებდით კითხვითი უნარების განვითარებაზე, ვაძლევდი დამატებით ლიტერატურას და განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებდი მეტყველების კულტურის განვითარებაზე. დედაენის დღესთან დაკავშირებით მოვაწყვეთ პოეზიის საღამო და მინილექციით ვესაუბრე ქართული ენის უნიკალურობის შესახებ.

VIII კლასში მოვაწყვეთ დებატები თემაზე: „გარიგებით ქორწინება“(„მარიტა და ციციკორე“) ბრბოს ფსიქოლოგია „ეშმაკის ქვის“ მიხედვით. ასევე მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე: „დედავ ისმინე ქართლის ვედრება“. ვწერეთ არგუმენტირებული ესეები და მოვახდინეთ დეფორმირებული ტექსტების რედაქტირება.

IX კლასებში მოვაწყვე ლიტერატურული საღამო, რომელზეც წავიკითხეთ ნაწყვეტები ო.ჭილაძის და გ. დოჩანაშვლის შემოქმედებიდან. მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე: „საქართველოს ოკუპაცია კ.გამსახურდიას „დიდი იოსების“ მიხედვით“. ასევე მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე: „არქიფო სეთური-ტოტალიტარული სახელმწიფოს სახე“

XI კლასში ჩავატარე მინილექცია თემაზე: „მსოფლიო და ქართული რომანტიზმი“, ასევე მოვაწყვე დისკუსია „თემი და ინდივიდი“ ვაჟას პოემების მიხედვით. ვწერდით არგუმენტირებულ ესეებს და ვმუშაობდით მხატვრული ტექსტების გააზრებაზე.

VIII ბ და IX ა კლასებში ჩავატარე სქემით გათვალისწინებული შესაფასებელი გაკვეთილები საფეხურეობრივი წინსვლის მიზნით.





პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის რეფლექსია

სკოლა: 108-ე საჯარო სკოლა

საგანი: ქართული ენა და ლიტერატურა

მასწავლებელი: თეა მაისაია

თარიღი: 2017-2018 სასწავლო წელი



2017-2018 სასწავლო წლის დასაწყისში პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მქონდა შემდეგი აქტივობები: 1.პრაქტიკის კვლევის ფლობა. 2.სასწავლო სტრატეგიების გამრავალფეროვნება. 3.მოსწავლეებში ანალიტიკური უნარის განვითარება.

რადგანაც ვარ პრაქტიკოსი პედაგოგი და სქემით განსაზღვრული კარიერული წინსვლისთვის მჭირდებოდა სხვა სავალდებულო აქტივობები, პრაქტიკის კვლევის ფლობის შემსწავლელი ტრენინგი არ გამივლია, თუმცა კონკრეტულ აქტივობასთან მიმართებით მქონდა სისტემატური უკუკავშირი ჩემი ჯგუფის ფასილიტატორთან და შეფასების ჯგუფის სხვა წევრებთან. სასწავლო სტრატეგიების გამრავალფეროვნების მიზნით, ვაწარმოებდი ფოკუსირებულ დაკვირვებას ისეთი სტრატეგიების ეფექტურობაზე, რომლებიც აუმჯობესებდა სწავლისა და სწავლების ხარისხს (დისკუსია,პროექტი). ფასილიტატორსა და კოლეგებს ვთხოვდი გაკვეთილზე დასწრების დროს გაემახვილებინათ ყურადღება კონკრეტული სტრატეგიების ეფექტურობაზე და მოეწოდებინათ უკუკავშირი. მოსწავლეებში ანალიტიკური უნარის განვითარების მიზნით, ვამრავალფეროვნებდი პროექტის საჭირო კრიტერიუმებს და ვაწარმოებდი ინდივიდუალური და ანალიტიკური უნარების განვითარების მონიტორინგს.

 ჩემი მუშაობის ძლიერ მხარედ მიმაჩნია უწყვეტობა, უკუკავშირების შედარება და გაუმჯობესებული შედეგები სწავლის პროცესში. ვფიქრობ მომავალი სასწავლო წლის დასაწყისში ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა დავტვირთო განხორციელებადი აქტივობებით კარიერული წინსვლისა და სწავლების პროცესში შექმნილი საჭიროებების მიხედვით.






Комментариев нет:

Отправить комментарий