სსიპ 108–ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის თეა
მაისაიას საგნობრივი წლიური ანგარიში
მიმდინარე
სასწავლო წლის დასაწყისიდან ვასწავლი ქართულ
ენასა და ლიტერატურას მე–8 ა,ბ. მე–7 ბ.მე–10 ბ და მე–12 ბ კლასებს.
მე–8 ა,ბ კლასში განვახორციელე შემდეგ აქტივობები: „დარისპანის
გასაჭირის“ შესწავლის შემდეგ მოვაწყვე დისკუსია თემაზე „ გარიგებით ქორწინება“, ასევე
მოვაწყვე დისკუსია „ვეფხისა და მოყმის“ უმთავრესი სათქმელის–ტოლერანტობისა და ემპათიის,
გრძნობის საუკუნოვანი ტრადიციის შესახებ. ჩავატარე პრეზენტაცია „ მსოფლიო ზღაპრები“,
შევქმენით კედლის გაზეთები აღნიშნულ თემასთან მიმართებით.
მეორე სემესტრში
VIII ა-ბ
კლასებში გავმართეთ დისკუსიები თემაზე „ ბრბოს ფსიქოლოგია“, რომელზეც მოსწავლეები გამოთქვამდნენ
თავიანთ მოსაზრებებს ინდივიდისა და საზოგადოების დაპირისპირების შესახებ. გრამატიკული
კომპეტენციების კარგად ფლობის მიზნით მოვაწყვე საგაკვეთილო კონკურსი თემაზე „ვიმეტყველოთ
სწორად“. ვნახეთ სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“, რის შემდეგაც კლაშში მოვაწყვეთ განხილვა
კლდიაშვილის პერსონაჟებისა და ეპოქის შესახებ. VIII ა კლასში „ბაში-აჩუკის“ შესწავლის შემდეგ ვნახეთ მოზარდ
მაყურებელთა თეატრის სპექტაკლი „ბაში-აჩუკი“
VII ბ კლასში მეორე
სემესტრში განვახორციელე შემდეგი ღონისძიებები:
ლიტერატურის სახელმძღვანელოში პროგრამული მასალის მიხედვით ჩავატარე პრეზენტაცია თემაზე
„ მოგზაურობა ქართულ ლიტერატურაში“, მოსწავლეებმა წარმოადგინეს სლაიდ-შოუები ქართველი
პოეტებისა და მწერლების მშობლიური კუთხეების შესახებ. ჩაატარეს კვლევა,კონკრეტულად
რომელი რეგიონი დააინტერესებდა ლიტერატურის მოყვარულ ტურისტს ასევე მიმოიხილეს ლოკალური
კულტურული ღირსშესანიშნაობები. ასევე მოვაწყვე გამოფენა თემაზე „ მსოფლიო ზღაპრების
სამყაროში“, მოსწავლეებმა კედლის გაზეთების სახით წარმოადგინეს საყვარელი ზღაპრების
სიუჟეტები და გმირები.
მე–10 ბ კლასში გნსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებდი
ძველი ქართული ლიტერატურის ლექსიკონზე.ჩავატარე დისკუსია თემაზე „გრიგოლ ხანძთელის
გზა“,ასევე მოვაწყვეთ დებატები აბოს მოწამეობრივი ღვაწლის გასააზრებლად.გრამატიკული
კომპეტენცების გაუმჯობესების მიზნით ვახდენდითტექსტის რედაქტირებებს,განსაკუთრებულ
ყურადღებას ვამახვილებდი მართლწერის გაუმჯობესებაზე.
მეორე სემეტრში აღნიშნულ კლასში მოვაწყვე დისკუსია თემაზე
„ ჰაგიოგრაფიული ლიტერატურის პერსონაჟები თანამედროვე თვალით“, რომელზეც მოსწავლეებმა
გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები პერსონაჟების ქცევისა თუ თვისებების შესახებ.
მე–12 ბ კლასში განვახორციელე ისეთი აქტივობები, რომლებიც
ხელს შეუწყობს საატესტატო და ეროვნული გამოცდების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. კონკრეტულად
ვმუშაობდით არგუმენტირებული ესეების სტრუქტურის დახვეწაზე, პერსონაჟთა ხასიათებისა
და სიუჟეტების მორალურ–ეთიკური პრობლემების წარმოჩენაზე.
ვფიქრობ, წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა დამაკმაყოფილებელია,
მაგრამ საჭიროა მიზნობრივი მუშაობა სუსტ მოსწავლეებთან, განსაკუთრებით VIII-X ბ კლასებში.
10
|
9
|
8
|
7
|
6
|
5
|
4
|
3-2
|
1
|
|
VII ბ
|
2
|
3
|
2
|
9
|
8
|
5
|
|||
VIII ა
|
7
|
3
|
5
|
5
|
4
|
5
|
|||
VIII ბ
|
1
|
2
|
2
|
3
|
10
|
12
|
|||
X ბ
|
4
|
3
|
5
|
15
|
|||||
XII ბ
|
2
|
3
|
3
|
6
|
4
|
1
|
სამოქმედო გეგმის რეფლექსია
სამოქმედო
გეგმით განსაზღვრულო მქონდა პროფესიული განვითარების მიზნით, გამევლო ტრენინგები.
2016 წლის სექტემბერში გავიარე მასწავლებელთა სახლის მიერ ორგანიზებული საგნობრივი
მეთოდიკის ტრენინგი.ტრენინგი მოიცავდა 25 საათს და მიზნად ისახავდა გაკვეთილის ეფექტური
დაგეგმვის, საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლის როლის განსაზღვრის საგაკვეთილო მიზნის
შესაბამისობისა და მიღწევადობის პროცესებს.ტრენინგის დასრულების შემდეგ მომენიჭა 2
კრედიტი.
მოსწავლეებში
ტოლერანტობისა და ემპათიის გაღრმავების მიზნით ვატარებდი დისკუსიებსა და დებატებს მოსწავლეებთან. სისტემატურად ვთანამშრომლობდი კოლეგებთან
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევ შედეგებზე უკეთ ორიენტირებისათვის.
ვერ განვახორციელე დაგეგმილი აქტივობები სრულად, რის
აღმოფხვრასაც შევეცდები მომდევნო სასავლო წლიდან.
Комментариев нет:
Отправить комментарий