წლიური სადამრიგებლო ანგარიში

სსიპ 108–ე საჯარო სკოლის
VIII ა კლასის დამრიგებლის
თეა მაისაიას წლიური
ანგარიში
  სასწავლო წლის Iსემესტრის ბოლოს VIIIა კლასში ირიცხება 31 მოსწავლე. სასწავლო წლის დასაწყისში ჩავატარე მშობელთა კრება, რომელზეც გავაფორმე სახელმძღვანელოების მიღება–ჩაბარების აქტები. ერთობლივად დავგეგმეთ კოორდინირებული მუშაობა და გავაცანი სკოლის შინაგანაწესი. ინტენსიურად ვუკავშირდებოდი საგნის პედაგოგებს მოსწავლეების აკადემიური მოსწრების თაობაზე. მქონდა ინდივიდუალური შეხვედრები, როგორც ძლიერი, ასევე პრობლემური ქცევის მქონე მოსწავლეების მშობლებთან. უზრუნველვყოფდი მათ ინფორმირებას აკადემიური მოსწრების შესახებ. ჩავატარე დისკუსია თემაზე: „შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს“. მოსწავლეები სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების პედაგოგთან ერთად წავიყვანე უსაფრთხოების მუზეუმში. ასევე ჩავატარე დაგეგმილი კლასის საათები მათი მოქალაქეობრივი ცნობიერების განვითარების მიზნით. კლასმა მიიღო აქტიური მონაწილეობა დაგეგმილ სასკოლო ღონისძიებებში, კონკრეტულად, შექმნეს კედლის გაზეთები „ვეფხისტყაოსნის“ დღეებთან და სკოლის იუბილესთან დაკავშირებით. აქტიური მონაწილეობა მიიღეს სასკოლო ღონისძიებებში და წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები.
   მეორე სემესტრიდან ჩემს სადამრიგებლო კლასში განვახორციელე შემდეგი აქტივობები: კლასის საათები თემებზე „ ადამიანი და საზოგადოება“, „ ქალის როლი პოლიტიკაში“, „ ტერაქტები მსოფლიო საფრთხე“. მოვაწყვეთ დისკუსია თემაზე „ შეცდომებზე ვსწავლობთ“,დისკუსიის მიზანი იყო მოსწავლეებში თვითდაჯერებულობის განმტკიცება და საკუთარი თავის როგორც, საზოგადოების აქტიური წევრის წარმოდგენა. ასევე გავმართეთ დებატები თემაზე „ქართველი- მსოფლიო მოქალაქე“, დისკუსიის მიზანი იყო მოსწავლეებში ცნებების-კოსმოპოლიტიზმისა და პატრიოტიზმის განსხვავება, გლობალიზაციის პროცესებზე დაკვირვება, როვნული თვითმყოფადობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღრმავება. მოსწავლეები წავიყვანე სპექტაკლზე „ჯინსების თაობა“, რომლის ნახვის შემდეგ მოვაწყვეთ სიმლუციური სასამართლო გახმაურებული საქმის დეტალებზე. წლის ბოლოს კლასმა დაწერა არგუმენტირებული ესეები თემაზე „რა მომცა განვლილმა სასწავლო წელმა?“. რომლებშიც შეჯერდა მათი მოსაზრებები და დამოკიდებულებები სასწავლო პროცესთან მიმართებით.
ჩემს კლასში ჩატარდა  სკოლის სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გამოცდა მუსიკასა და ბილოგიაში, მოსწავლეებმა გამოცდა წარმატებით  დაძლიეს. კლასი ასევე აქტიურადიყო ჩართული სამგორის გამგეობის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში „უთხარი კი ჯანსაღ ცხოვრებას“.
 აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კლასში არ ყოფილა მოსწავლე, რომელსაც მოუწია ექსტერნატის ფორმით  ან საშემოდგომო გამოცდების ჩაბარება.სისტემატური ურთიერთობა მქონდა მშობლებთან, ჩავატარე 4 მშობელთა კრება, ასევე  მქონდა ინდიდვიდუალური შეხვედრები პრობლემური ქცევის მქონე მოსავლეების მშობლებთან.
 ვფიქრობ გაწეული მუშაობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი აქტივობების ჩართვა სადამრიგებლო პროსეცის უკეთ წარმართვისთვის.

10
9
7-8
6-5
4-3
6
4
3
16



Комментариев нет:

Отправить комментарий