I სემესტრის საგნობრივი ანგარიში

სსიპ 108–ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის თეა მაისაიას საგნობრივი ანგარიში
მიმდინარე სასწავლო წლიდან ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას მე–8 ა,ბ. მე–7 ბ.მე–10 ბ და მე–12 ბ კლასებს.
მე–8 ა,ბ  კლასში განვახორციელე შემდეგ აქტივობები: „დარისპანის გასაჭირის“ შესწავლის შემდეგ მოვაწყვე დისკუსია თემაზე „ გარიგებით ქორწინება“, ასევე მოვაწყვე დისკუსია „ვეფხისა და მოყმის“ უმთავრესი სათქმელის–ტოლერანტობისა და ემპათიის, გრძნობის საუკუნოვანი ტრადიციის შესახებ. ჩავატარე პრეზენტაცია „ მსოფლიო ზღაპრები“, შევქმენით კედლის გაზეთები აღნიშნულ თემასთან მიმართებით.
მე–10 ბ კლასში გნსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებდი ძველი ქართული ლიტერატურის ლექსიკონზე.ჩავატარე დისკუსია თემაზე „გრიგოლ ხანძთელის გზა“,ასევე მოვაწყვეთ დებატები აბოს მოწამეობრივი ღვაწლის გასააზრებლად.გრამატიკული კომპეტენცების გაუმჯობესების მიზნით ვახდენდითტექსტის რედაქტირებებს,განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებდი მართლწერის გაუმჯობესებაზე.
მე–12 ბ კლასში განვახორციელე ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს საატესტატო და ეროვნული გამოცდების მოთხოვნების დაკმაყოფილებას. კონკრეტულად ვმუშაობდით არგუმენტირებული ესეების სტრუქტურის დახვეწაზე, პერსონაჟთა ხასიათებისა და სიუჟეტების მორალურ–ეთიკური პრობლემების წარმოჩენაზე.
ვფიქრობ გაწეული მუშაობა შეესაბამება ესგ–ს მოთხოვნებს, მაგრამ სჭირდება მოდოფიცირება უკეთესი შედეგის მისაღწევად.

10
9
8
7
6
5
4
3-2
1
VII
1
2
3
8
11
4



VIII
4
6
3
7
5
5
1


VIII
1
2
2
3
10
12



X


4
3
5
11
4


XII
2
3
4
6
3






Комментариев нет:

Отправить комментарий